გია ვოლსკი - როგორც კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება იქნება, გამოცხადდება
გია ვოლსკი - როგორც კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება იქნება, გამოცხადდება

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, როგორც კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება იქნება, გამოცხადდება.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ნაბიჯები, რომელიც ქვეყანამ გადადგა, გაცილებით უსწრებს წინ იმ ქვეყნების მიერ მიღებულ ზომებს, რომელსაც განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს გამოცხადებული ბოლო პერიოდში.

„როგორც სამედიცინო, ისე ეკონომიკური და სხვა მიმართულებების მაღალი დონის ექსპერტები ყოველდღიურ ანალიზს აკეთებენ და ზუსტად ისე მოქმედებენ, როგორც ვითარება მოითხოვს. ეს თემა უყურადღებოდ არ არის. თუ ამის საჭიროება იქნება, ხელისუფლება სათანადო ზომების მიღებას არ დააყოვნებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.