გია ვოლსკი - რევოლუციური სცენარი არსებობს და სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, რომელიც მის ქარტიაში გაერთიანდა
გია ვოლსკი - რევოლუციური სცენარი არსებობს და სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, რომელიც მის ქარტიაში გაერთიანდა

ყველა ხედავს, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა ის, რასაც აკეთებს, ევროინტეგრაციისთვის საჭიროა ისეთი ძალისხმევა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიჰყვება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილს  პოლიტიკური მიზანი აქვს.

„ყველა რეიტინგში ყველა კანდიდატ და ბევრ ევროპულ ქვეყანას გადავუსწარით – ადამიანის უფლებების, ეკონომიკური მაჩვენებლების, სამართლებრივი საკითხების თვალსაზრისით. ეს ის არის, რაც ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს წარმატებულს ხდის გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეზიდენტი და სხვა დაინტერესებული პოლიტიკური სუბიექტები იმ მიზნით მოქმედებენ, რომ როგორმე, ვითომდა, ევროპული ინტერესით ქვეყანაში ის სტაბილურობა დააზიანონ, რაც ასე რთულად არის მოპოვებული. მას პოლიტიკური მიზანი აქვს, ამ ინტერესში არავითარი ევროპა არ შედის. ევროპის თემა მხოლოდ იმისთვის არის მოგონილი, რათა ახალგაზრდებს ჭკუა დაუბნელონ და უთხრან, რომ ევროპის საწინააღმდეგო ქმედებები აქვს ჩადენილი ან აპირებს, რომ ჩაიდინოს საქართველოს ხელისუფლებამ. ეს არის რეალობა. რევოლუციური სცენარი არსებობს და სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, რომელიც მის ქარტიაში გაერთიანდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.