გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკური გაერთიანების სახე დიდი ხანია, დაკარგა, ეს არის შეთქმულთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს, გარკვეული სტრატეგიული გეგმა განავითაროს 
გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკური გაერთიანების სახე დიდი ხანია, დაკარგა, ეს არის შეთქმულთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს, გარკვეული სტრატეგიული გეგმა განავითაროს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუმ საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა მის ე.წ. მხარდამჭერებსა და გარემოცვას.

„მას შემოაქვს ახალი თემები, რომლითაც მიუთითებს, რომ მისი საქციელი, ანუ კანონის დარღვევა, კანონის დარღვევით საზღვრის გადაკვეთა იყო განპირობებული თავისი გარემოცვის დაჟინებული მოთხოვნით, ამავე დროს, იყო მხარდაჭერილი ორგანიზაციული მხარის უზრუნველყოფით. თქვენ გახსოვთ, ადრე მანვე გააკეთა განცხადება, რომ თუ იგი დაუპირისპირდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ეს მისი ბრალი არ იყო, თუკი საქართველოში სადისტური მმართველობა ხორციელდებოდა, არ იყო მისი ბრალი. იგი ასახელებდა კონკრეტულ გვარებს – გიგა ბოკერიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებს, რომ თვითონ არაფერი გაეგო იმის თაობაზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა და კონკრეტული პირები იყვნენ დამნაშავეები. ახლაც არის იგივე მცდელობა, მაგრამ კიდევ ერთი თაღლითობის გამოვლინებაცაა. არავითარ დემენციასთან, ფიზიკური რესურსის შეზღუდვასთან არ გვაქვს საქმე. წეროს, გააკეთოს განცხადებები, მისცეს ინტერვიუები. ჩვენ ადრეც გვახსოვს მცდელობა, რომ სააკაშვილი წარმოეჩინათ უნარშეზღუდულ ადამიანად. იყო განცხადებები, რომ მისი მდგომარეობა არ შეესაბამება ლიდერის ფუნქციის შემსრულებელი ადამიანის მდგომარეობას და, საერთოდ, მისი განცხადებები არ მიეღოთ მხედველობაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის განმარტებით, „წინააღმდეგობრივი ვითარება, რომელიც დღეს რადიკალურ ოპოზიციაში შეიქმნა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გაერთიანება, გააფთრებული და მავნებლური შეტევა ყოველთვის ფიასკოთი დამთავრდება“.

„საქმე გვაქვს თაღლითობასთან და არა გულწრფელ საქმიანობასთან, რომელიც შესაძლოა, ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს ან კონკურენციას უწევდეს მმართველ გუნდს, რომელიც ცდილობს, როგორმე ქვეყანას დესტაბილიზაცია ააცილოს. ის ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნა დღეს, ცდილობს, ამომრჩეველს თავი მოაწონოს იმით, ვის უფრო მეტად აქვს დამაზიანებლის რესურსი. იმედია, ამ ნიშნით არ იქნება არჩევნების შედეგები განპირობებული“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ამავდროულად, გია ვოლსკი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკური გაერთიანების სახე დიდი ხანია, დაკარგა.

„ეს არის შეთქმულთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს, განავითაროს გარკვეული სტრატეგიული გეგმა, რომელიც არანაირად არ უკავშირდება მთავარ ნიშანს, რომელიც უნდა ახასიათებდეს პოლიტიკურ პარტიას. მას არ აქვს კონკრტული გეგმა, პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასვა დარგის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, არ ასახავს მათ დამოკიდებულებას შიდა და საგარეო პოლიტიკური ვითარებისადმი. მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი დამოკიდებულება არის ერთადერთი – ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა და შეცვლილი ხელისუფლების მიერ მეორე ფრონტის გახსნა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.