გია ვოლსკი - პროპაგანდისტულმა ქვედანაყოფებმა ცნობილი საზოგადო მოღვაწე გამოიყვანეს, ალაპარაკეს ივანიშვილზე და რეალურად დამარხეს თავად ამ მოღვაწის ავტორიტეტი
“ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტულმა ქვედანაყოფმა ერთ-ერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, კულტურის დამსახურებული ადამიანი გამოიყვანა, ალაპარაკა გარკვეულ საკითხებზე ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ, რეალურად დამარხეს თავად ამ მოღვაწის ავტორიტეტი საზოგადოებაში და ამავე დროს სამიზნეზე მიიტანა მორიგი იერიში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, უმცირესობაში ჩამოყალიბდა სპეკულაციები, რომელიც ეხება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს.
„საკმაოდ შინაარსიანი, მე ვიტყოდი წინააღმდეგობრივი პოზიციები იქნა გამოხატული ოპოზიციისა და უმცირესობის მხრიდან მთელ რიგ ეკონომიკურ პარამეტრებზე. პრინციპში, საკითხთან ახლოს არის, მაგრამ მნიშვნელოვნად სცილდება იმ თემას, რასაც ჰქვია სამთავრობო სტრუქტურის ოპტიმიზაციის სტრატეგიული მიმართულება. ბევრი საკითხია ისეთი, რომელიც ეხება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს. ამ მიმართულებით სპეციალიზაცია ჩამოყალიბდა უმცირესობაში, ისევე როგორც უმცირესობის ყოფილ უმცირესობაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამ თემასთან დაკავშირებით მუდმივი ლაპარაკი არის ერთ-ერთი სტრატეგიული პოლიტიკური მიმართულება, რომლიც ნებისმიერ თემას თან სდევს. “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტულმა ქვედანაყოფმა ერთ-ერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, კულტურის დამსახურებული ადამიანი გამოიყვანა, ალაპარაკა გარკვეულ საკითხებზე ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ და რეალურად დამარხეს ამ ადამიანის ავტორიტეტი საზოგადოებაში, ამავე დროს სამიზნეზე მიიტანა მორიგი იერიში. მე შემიძლია, წარმოვადგინო დიდი სია საქმეების, თუნდაც პიროვნულად, თუნდაც თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის პერიოდში, რა გააკეთა ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, ცალკეული პიროვნებებისთვის, ნებისმიერ რგოლში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ბევრი სიკეთე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ეს არის შეტევა არა მარტო კონკრეტულ პიროვნებაზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომელმაც ვითარება ძირეულად შეცვალა.