გია ვოლსკი - პოლიტპატიმრების თაობაზე ოპოზიციის მიერ მომზადებული სია არის სპეკულაცია
გია ვოლსკი - პოლიტპატიმრების თაობაზე ოპოზიციის მიერ მომზადებული სია არის სპეკულაცია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი განცხადებით, პოლიტპატიმრების თაობაზე ოპოზიციის მიერ მომზადებული სია არის სპეკულაცია და სამართლებრივად გაუმართავი.

როგორც ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ განუცხადა, როცა ოპოზიცია ასეთი სიის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნას აპირებს, ამას სერიოზული დასაბუთება უნდა მოჰყვებოდეს.

„არ მგონია, დასაბუთება ჰქონდეთ, რადგან ტელევიზიით ჩანაწერია, როგორ იჭრებოდა ხალხი პარლამენტში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად, ან როგორ აკეთებდნენ სახელმწიფო სტრუქტურების ბლოკირებას, რაც კანონით აკრძალულია. არ მგონია, ეს დოკუმენტი სამართლებრივად გამართული იყოს და პოლიტიკურად მათ ხელში იარაღია, რადგან ასეთი დემარშების გარეშე არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ და ფიქრობენ, რომ ამით როგორმე საკუთარ პოლიტიკურ უუნარობას დააბალანსებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.