გია ვოლსკი - პოლიტიკოსები რომ არ ვიყოთ გარშემო შესეული, ფოთის პორტთან დაკავშირებით სასკანდალო არაფერი არ იყო
ჩვენ, პოლიტიკოსები რომ არ ვიყოთ გარშემო შესეული, ფოთის პორტთან დაკავშირებით არაფერი არ იყო სასკანდალო, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„ეს თემაც იმიტომ იყო წამოწეული, რომ ძალიან გვინდა, ყველა თემა სადგისად გამოვიყენოთ, რათა ერთმანეთს რაც შეიძლება, მტკივნეულად ჩავარჭოთ. ვფიქრობ, ტექნიკური გადაცდომა ნამდვილად არსებობდა. რეალურად, სააგენტოს უფლება არ ჰქონდა, ფოთის პორტთან დაკავშირებით თუნდაც, ტექნიკური სახის დოკუმენტი გაეცა“, – განაცხადა ვოლსიმ.
ამ განცხადებით გიორგი ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად ნორმალურია ის, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო საქართველოში ორი ობიექტი ერთმანეთს უპირისპიდება.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ადამიანმა, რომელმაც კომპანიას ტექნიკური შესწავლის თანხმობა მისცა, სახელმწიფოს დონეზე მისაღები გადაწყვეტილება ისე გადაწყვიტა, რომ ამაზე ახალ მინისტრთან წინასწარ საუბარი არ ჰქონია.
„შეიძლება, ძველთან ჰქონდა. ეს თვითონ ამ კადრების ცვლილებამ, ერთი მინისტრის წასვლამ და მეორეს მოსვლამაც განაპირობა, მაგრამ ამას არ ვამართლებ. ეს საათივით უნდა იყოს აწყობილი. სამწუხაროდ, ეს მოხდა და სამწუხარო ფაქტია. „ეიპიემ“-ს შეუძლია, ამ თემასთან პრეტენზიები ჰქონდეს, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება ჩვენი ოპონენტების განცხადებებს“, – განაცხადა ვოლსიმ.
მისი თქმით, ქვეყნის უსარფრთხოებიდან გამომდინარე, ანაკლიის პორტის მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებულია და ანაკლიის პორტის ხელშეწყობისთვის სახელმწიფოს მიერ მრავალი მილიონია დახარჯული, ფოთის პორტი კი, მასშტაბებიდან გამომდინარე, ანაკლიის პორტისთვის პრობლემა ვერც იქნება.