გია ვოლსკი - პარლამენტში მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა იმისთვის არ გამართულა, რომ ოპოზიცია კმაყოფილი დარჩენილიყო
გია ვოლსკი - პარლამენტში მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა იმისთვის არ გამართულა, რომ ოპოზიცია კმაყოფილი დარჩენილიყო

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა იმისთვის არ გამართულა, რომ ოპოზიცია კმაყოფილი დარჩენილიყო.

გია ვოლსკი მინისტრის გამოსვლის თაობაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო მმართველობა ყველა მინისტრის ანგარიშვალდებულებას გულისხმობს.

„დაგეგმილი რეფორმა ძალიან საინტერესოა. ბევრი თემა იყო, რომელიც ეხებოდა ბავშვების აღზრდას, ეროვნულობას და ა.შ. ამ თემაზე ოპოზიციას ნეგატიური დამოკიდებულება ექნებოდა, რაც ხშირ შემთხვევაში პირდაპირ არ გამოიხატება. საუბარი იყო ოჯახის ტრაგედიაზეც და ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციის გარეშე არ ჩაუვლია”, – განაცხადა ვოლსკიმ.