გია ვოლსკი - ორმხრივ ურთიერთობაში არსებობს დადგენილი წესები, რომელსაც უკრაინული მხარე აშკარად არღვევს
გია ვოლსკი - ორმხრივ ურთიერთობაში არსებობს დადგენილი წესები, რომელსაც უკრაინული მხარე აშკარად არღვევს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ორმხრივ ურთიერთობაში დადგენილი წესები არსებობს, რომელსაც უკრაინული მხარე აშკარად არღვევს.

გია ვოლსკი უკრაინა-საქართველოს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პოლიტიკის იმ ფორმატში, სადაც უკრაინა და საქართველო თანამშრომლობენ და ორმხრივი ურთიერთობების გარდა არსებობს მრავალმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ საკითხებზე, შესაბამისად, ხიდების დაწვა და სწრაფად წერტილების დასმა, კონტპროდუქტიული იქნება.

„პრემიერმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა. კონსულტაციები მხოლოდ ელჩის მონაწილეობით არ გაიმართება. უნდა დავსახოთ ის მიმართულება, რომელიც ამ ჩრდილს მოაცილებს ორმხრივ ურთიერთობას. ეს არის მთავარი და ეს არის პროცესი. საბოლოო გადაწყვეტილებების გამოტანა არ არის საჭირო, მაგრამ არსებობს ორმხრივ ურთიერთობაში დადგენილი წესები, რომელსაც უკრაინული მხარე აშკარად არღვევს”, – განაცხადა ვოლსკიმ.