გია ვოლსკი ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე - ყველაფერი უნდა იყოს განხილული
ოპოზიციური პარტიების მიმართავა ზოგადი განცხადებაა, ვფიქრობ, მეტი დეტალია საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა ოპოზიციური პარტიების მიმართვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არ შეიძლება, მმართველმა გუნდმა პოლიტიკურ პარტიას მონაწილეობა აუკრძალოს პოლიტიკურ პროცესებში.
„ყველაფერი უნდა იყოს განხილული. არ შეიძლება, მმართველმა გუნდმა პოლიტიკურ პარტიას მონაწილეობა აუკრძალოს პოლიტიკურ პროცესებში. ასევე, არის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ფაქტობრივად არ არსებობენ და ესეც უნდა იყოს განხილვის საგანი. უმრავლესობამ საბოლოო გადაწყვეტილება თავის თავზე არ უნდა აიღოს, მაგრამ არც ის ვარგა, რომ განხილვის გარეშე, პირდაპირ მოწოდების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოპოზიციური პარტიები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ. განცხადების თანახმად, ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას. განცხადებაში ნათქვამია, რომ მონაწილე პარტიათა ჩამონათვალის გადახედვას აუცილებელს ხდის ხელისუფლების მიერ პროპორციული საპარლამენტო არჩევნების 2020 წელს დაანონსება უბარიერო/ბუნებრივი ბარიერის პირობებში.