გია ვოლსკი - ოპოზიციის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას კავშირი არ აქვს საარჩევნო კოდექსზე მსჯელობასთან, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია
გია ვოლსკი - ოპოზიციის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას კავშირი არ აქვს საარჩევნო კოდექსზე მსჯელობასთან, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია

ოპოზიციის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ პროცესთან, რასაც საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ჰქვია, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მიერ ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ეს არ არის პარლამენტის პიკეტირება, ეს არის იმ საკითხების პიკეტირება, რომელიც მთელ რიგ მიმართულებებს ეხება და საზოგადოების ინტერესებზეა ორიენტირებული.

„კერძოდ, ეს არის სოფლის მეურნეობის საკითხები, ასევე ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს და თავისი ფუნქცია შეასრულოს ხალხისა და ქვეყნის წინაშე. სწორედ ამის პიკეტირება ხდება. ასეთი პიკეტირებით ვითომდა საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების წარმატებაზე საუბრობენ, რაც ტყუილია”, – განაცხადა ვოლსკიმ.