გია ვოლსკი - ოპოზიციის მისწრაფებაა, როგორმე დესტრუქციული პროცესები განვითარდეს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ მათი გამაერთიანებელი ნიშანი ამბიციები, პროცესების დესტრუქციული განვითარების სურვილია.
როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, ცალსახაა, რომ კინკლაობა საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობს და საზოგადოება თავის დასკვნებს გააკეთებს, მაგრამ ამის უკან დგას სერიოზული პრობლემა, რომელიც აქვს ოპოზიციურ გაერთიანებას, ეს არის ამბიციები.
„რაც მათ აერთიანებს, ეს არის მისწრაფება, როგორმე მეტი სტრესი იყოს საზოგადოებაში, დესტრუქციული პროცესები განვითარდეს და ამასთანავე, რაც ამსგავსებთ მათ ერთმანეთთან არის, ამბიციების დიდი რაოდენობა, ბაქიბუქი, რამაც ასევე საკმაოდ არაჯანსაღი სიტუაცია შექმნა პოლიტიკურ ველზე. ეს არის პრობლემა. თორემ, ის, რომ ერთი პარტია ლანძღავს მეორეს, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, დიდი ხანია გრძელდება. ხან ერთად არიან, ხან ერთმანეთს ლანძღავენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.