გია ვოლსკი - ოპოზიციის განცხადებების მიზანია, საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს კრიმინოგენური ვითარების ერთადერთი წამალი სადისტური მმართველობაა
ოპოზიციის განცხადებების მიზანია, საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს სადისტური მმართველობა არის კრიმინოგენური ვითარების ერთადერთი წამალი, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა საპირისპიროს გვიჩვენებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესების თაობაზე.
დეპუტატის თქმით, წარსულში დაფიქსირებულია არაერთი ათეულობით მკვლელობა, მათ შორის არასრულწლოვანთა შორის, თუმცა არავის არასოდეს უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება.
„სახელმწიფო თავად ჩადიოდა დანაშაულს და ეს იყო ერთადერთი საკითხი, რაზეც ყურადღებას ვამახვილებდით. დღეს, როცა დანაშაული ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დემოკრატიულ სამყაროში, არც ერთ ქვეყანაში არ არის იმაზე საუბარი, ერთი პოლიტიკური პარტია მეორეს მიუთითებდეს, თითქოს ეს არის გაუარესება იმის გამო, რომ მმართველობას სადიზმი დააკლდა. ეს არის უზნეო პოლიტიკური გუნდის განცხადებები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.