გია ვოლსკი - ოპონენტებმა აქციის თემა უცებ აიტაცეს და საუბრობენ, რომ ეს არის საზოგადოების გარკვეულ შორის დაპირისპირების წინაპირობა, რაც აბსურდია
აქციის გამართვა საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა იყო. რა თქმა უნდა, აქ არანაირ აგრესიაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები დისკრედიტაციის მცდელობაა.
„ოპონენტებმა ეს თემა უცებ აიტაცეს და საუბრობენ, რომ ეს არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შორის დაპირისპირების წინაპირობა, რაც აბსურდია. მათი განცხადებები დისკრედიტაციის მცდელობაა. აქციას ითხოვენ არა მხოლოდ პოლიტიკური მხარდამჭერები, არამედ ის ადამიანები, ვისაც გათვითცნობიერებული აქვს, რომ გამჭვირვალობა ქვეყანას სჭირდება, ისევე როგორც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება. რაც შეეხება აქციაზე ბიძინა ივანიშვილის დასწრებას, აქციაზე მონაწილეობას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილიც იქნება. ორგანიზატორია პოლიტსაბჭო“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში ნათქვამია: „ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ 29 აპრილს ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას“.