გია ვოლსკი - ოპონენტები სალომე ზურაბიშვილზეც ისე ფიქრობენ, როგორი შინაგანი ხედვაც თავად აქვთ
ჩვენი ოპონენტები ფიქრობენ ისე, როგორც შინაგანი ხედვა აქვთ და როგორც თვითონ აანალიზებენ სიტუაციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკი სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც მან გუშინ ნინოწმინდაში გააკეთა, ეთნიკური შუღლის გაღვივებისთვის უკიდურესად სახიფათოა.
როგორც სამადაშვილის საპასუხოდ ვოლსკიმ აღნიშნა, ოპონენტები სალომე ზურაბიშვილზეც ისე ფიქრობენ, როგორი შინაგანი ხედვაც თავად აქვთ.
„სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არ შეიძლება, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მისცე მოქალაქეობა და შენს მოქალაქეებს არ აძლევდე მოქალაქეობას საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალებას. ეს შენიშვნა უკვე მარგველაშვილს ეკუთვნის. ვფიქრობ, რომ ასე უნდა გავაანალიზოთ, ასე უნდა შევხედოთ ამ სიტუაციას, თუკი ამ ქვეყნისთვის სიკეთე გვინდა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.