გია ვოლსკი - ნიკა მელიას ნებისმიერი მიზეზით შეეძლო გასვლა დებატებიდან, თუმცა არა იმით, თითქოს ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება ადამიანი, რომლის პარტიამ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიოს
გია ვოლსკი - ნიკა მელიას ნებისმიერი მიზეზით შეეძლო გასვლა დებატებიდან, თუმცა არა იმით, თითქოს ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება ადამიანი, რომლის პარტიამ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიოს

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გუშინ დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის გამართული დებატები ნამდვილად საინტერესო იყო, მთლიანობაში სურათი კარგად დაიხატა, საზოგადოებას ინფორმაცია მიეცა, თუ რასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საჭიროა საუბარი ქალაქზე, პერსპექტივაზე და არა იმ პოლიტიკურ ინტერესებზე, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას აქვს.

„ნიკა მელია დებატებიდან ნებისმიერი მიზეზით შეიძლება გასულიყო, თუმცა არა იმ მიზეზით, რაც თქვა, თითქოსდა ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება ადამიანი, რომლის პარტიამ არა თუ ძალადობა, არამედ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიო ისტორიას. საჭიროა ქალაქზე ლაპარაკი. პერსპექტივაზე და არა იმ პოლიტიკურ ინტერესებზე, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას აქვს. საინტერესო იყო ნამდვილად, ბევრი კანდიდატი იყო, მაგრამ მთლიანობაში სურათი კარგად დაიხატა, საზოგადოებას ინფორმაცია მიეცა, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.