გია ვოლსკი - ნებისმიერი გადახვევა წითელი ხაზიდან, რომელსაც ჰქვია ვადამდელი არჩევნები, არის სახელმწიფოს მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, რომელიც არ შეიცვლება
გია ვოლსკი - ნებისმიერი გადახვევა წითელი ხაზიდან, რომელსაც ჰქვია ვადამდელი არჩევნები, არის სახელმწიფოს მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, რომელიც არ შეიცვლება

ნებისმიერი გადახვევა წითელი ხაზიდან, რომელსაც ჰქვია ვადამდელი არჩევნები არის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი საზოგადოების მიმართ და ეს წითელი ხაზი არ შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარება უნდა გაითვალისწინოს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციის მხარდამჭერ საზოგადოებას, შევხედოთ, რა ხდება რეგიონში და შევაფასოთ სიტუაცია. პირველი, საკითხი რომელსაც აყენებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები-არჩევნები არ გაყალბებულა. საქართველოსთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას. მეორე მხარეს არის პოზიცია, რომელიც სამწუხაროდ, უკავშირდება „კოვიდის“ გავრცელების ინტერესს და ეკონომიკურ რყევას. ზუსტად იგივე ინტერესები გააჩნია კონკრეტულ ქვეყანას, რომელმაც თავისი სამხედრო ყოფნა გააძლიერა რეგიონში და კიდევ გეგმავს მომავალ ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე, მსოფლიო აფასებს ამ სიტუაციას და არამარტო ჩვენ უნდა შევაფასოთ ეს ვითარება. ნებისმიერი გადახვევა წითელი ხაზიდან, რომელსაც ჰქვია ვადამდელი არჩევნები, არის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი საზოგადოების მიმართ და ეს წითელი ხაზი არ შეიცვლება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გაი ვოლსკი აცხადებს, რომ არსებობს საკითხები, რომელზე მსჯელობაც ოპოზიციასთან შეიძლება.

„არის საკითხების ჩამონათვალი, რომელთან დაკავშირებითაც გვაქვს ჩვენი პოზიცია. შეიძლება ვიმსჯელოთ საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე, სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც ეხება არჩევნებს, სტაბილურობას, კოვიდსიტუაციას და მის კავშირს ვითარებასთან რომელსაც ჩვენი ოპონენტები ქმნიან. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი თემა რაც არის, რიგგარეშე არჩევნები მიუღებელია არათუ ჩვენთვის, არამედ იმ ვითარებისთვისაც, რომელიც არამარტო საქართველოში, მსოფლიოშია შექმნილი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს ოპოზიციას.

„ვფიქრობ, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევთ ჩვენს ოპონენტებს. პასუხისმგებლობა იმ განცხადებების წინაშე, რაც გააკეთეს ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. ეს სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ოპონენტებისთვის. ვფიქრობ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს გაითვლისწინებენ და გაითვალისწინებენ. გაითვალისწინებენ იმ სიტუაციას, არც საქართველოშია შექმნილი და რომელიც სწორედაც ამ დესტრუქციულმა ქმედებებმა განაპირობა, კოვიდსიტუაცია მაქვს მხედველობაში. ვფიქრობ, გაანალიზებენ ჩვენი ოპონენტები ამ ყველაფერს და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.