გია ვოლსკი - ნებისმიერი აქციის მონაწილე არის ადამიანი, რომელიც აქციაზე ამა თუ იმ მიზეზით იმყოფება
ნებისმიერი აქციის მონაწილე არის ადამიანი, რომელიც აქციაზე ამა თუ იმ მიზეზით იმყოფება. ხანში შესული ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება და გაკიდება, მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანის 50 ლარზე თუ სამ კილო კარტოფილზე გაყიდულად წარმოჩენის სტილი მედიამ უნდა დაივიწყოს.
„გუშინ, მეც გამომეკიდნენ და მკითხეს, ბიძინა ივანიშვილი რატომ არ არის, ხომ არ გიგანათო? – სამწუხაროდ, არის საკითხები, რაც მედიას ახასიათებს, მაგრამ ჩვენი სტილი არ უნდა იყოს აგრესია და ბულინგი უნდა დავივიწყოთ, რადგან საქართველოს არასოდეს ახასიათებდა და ქვეყანას მდიდარი და ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა აქვს. სოციალური ქსელი გახდა ბულნგის და დაპირისპირების, უწმაწური სიტყვების გაცვლის ასპარეზი, რაც არასწორია, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ყველა ვცოდავთ. როცა ქალბატონი მოდის და ეკითხები, გადაგიხადეს თუ არა თანხა აქციაზე მოსვლისთვისო, ეს ერთი საკითხია, მაგრამ როცა ეკითხები, რამდენი გადაგიხადესო, ანუ უკვე დარწმუნებული ხარ, რომ თანხა აუცილებლად გადაუხადეს, შეურაცხმყოფელია. ადამიანის ისე წარმოჩენა 50 ლარზე თუ სამ კილო კარტოფილზე გაყიდულად, ეს სტილი მედიამ უნდა დაივიწყოს, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.