გია ვოლსკი - NDI-ს ავტორიტეტს ჩრდილს აყენებს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიის დაფინანსება, ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანია „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“, რომლის დაფინანსებასაც NDI უზრუნველყოფს, ორგანიზაციას ჩრდილს აყენებს.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, NDI ყოველთვის იყო კომპეტენტური და ავტორიტეტული, მაგრამ მის ავტორიტეტს ასეთი დაფინანსება ჩრდილს აყენებს.
გია ვოლსკი ასევე აღნიშნავს, რომ ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანია, რომლის დაფინანსებაც ხდება.
„გარკვეული აქტივობები როდესაც წინასაარჩევნო პროგრამით მიმდინარეობს და ამ აქტივობებს აფინანსებ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ სიმპათიას გამოხატავ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს. NDI ყოველთვის კომპეტენტური და ავტორიტეტული იყო, მაგრამ მის ავტორიტეტს ასეთი დაფინანსების სახე ჩრდილს აყენებს და ეს არ უნდა ხდებოდეს. ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანია და ამის დაფინანსება მიმდინარეობს, რაც არასწორია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.