გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი ბნელი ძალის ორი მხარეა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი ბნელი ძალის ორი მხარეა.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი პარტიებს შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი უფრო რბილად ლაპარაკობს და გაღიმებული სახით დადის, მეორე კი ბობოქრობს.
„მათ შორის განსხვავება ეს არის. ერთი ბნელი ძალის ორი მხარეა, რომელთაც დააშავეს ქვეყნის წინაშე, იმ ხალხის წინაშე, ვინც თუნდაც, 2008 წლის ომში დაიღუპა. უამრავი რამ დააშავეს, რამაც დღემდე პრობლემებით მოგვიყვანა. ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი რბილად ამბობს, მეორე ხმამაღლა ყვირის. რას ვერ იყოფენ, არ ჩანს. ერთმა თქვას, „ნაციონალურ მოძრაობას“ რატომ გამოეყო და „ევროპული საქართველო“ დაირქვა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეაფასოს, მათი გასვლა რამ განაპირობა. მიმართულებები და თემები ერთი და იგივე აქვთ და სახეზე ღიმილი გექნება თუ მრისხანება, ამაში აზრს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ვოლსკიმ.