გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ თუ შეუთანხმებლობა აქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ საჭირო დროს კვლავ არ გაერთიანდებიან
ვფიქრობ, როცა „ევროპული საქართველო“ იქმნებოდა, იქ მყოფი ზოგიერთი ადამიანი ცდილობდა, დისტანცირება მოეხდინა იმ სისხლიანი პერიოდისგან, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისივე საზოგადოებას დაატეხა თავს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება და ამომრჩეველი გადაწყვეტენ, რამდენად წარმატებული არიან თავის მცდელობაში.
„თუ ერთმანეთთან შეუთანხმებლობა აქვთ, არ მიმაჩნია, რომ მათი ძალები საჭირო დროს კვლავ არ გაერთიანდება, რადგან ბევრი საერთო აქვთ. შეიძლება, მეტ-ნაკლები დანაშაული აქვთ. მათ დაპირისპირებაში „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია. ისინი დღეს ცალ-ცალკე არიან, თუ ერთმანეთს აკრიტიკებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.