გია ვოლსკი - მურთაზ ზოდელავა სადისტური მმართველობის სისტემის ნაწილი იყო, არ მგონია, რომ მის პიროვნებაში რამე შეიცვალა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა სადისტური მმართველობის სისტემის ნაწილი იყო.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაერთიანებული ოპოზიციის ე.წ. სუბიექტები გამოიყენა განცხადებებით, ხელის მოწერით, სიმრავლის ილუზიიის შექმნით, ახლა კი თავის პოლიტიკას გაატარებს და სულ არ ადარდებს, გაერთიანებული ოპოზიციიდან ვის რა მოსაზრება აქვს“.
„პროპაგანდა იყო აგებული იმაზე, რომ სადისტური მართვა ხელს უწყობს ქვეყანაში წესრიგი დამყარდეს და კრიმინალური ვითარება იყოს უკეთესი. როცა სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ ორჯერ არის შემცირებული მძიმე დანაშაული, მაშინ ახალ ხაზს მიმართეს და წარმოაჩინეს ისეთი ადამიანები თავის რიგებში, როგორც თუნდაც, ყოფილი პროკურორია მურთაზ ზოდელავა. მურთაზ ზოდელავა ნაწილი იყო სადისტური მმართველობის სისტემის. არ მგონია, რომ მის პიროვნებაში რამე შეიცვალა“, – განაცხადა ვოლსკიმ.