გია ვოლსკი - მსოფლიო დონეზე საკმაოდ მძლავრი მხარდაჭერა გვაქვს ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით
გია ვოლსკი - მსოფლიო დონეზე საკმაოდ მძლავრი მხარდაჭერა გვაქვს ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის რადარებიდან გაქრა, თუმცა საერთაშორისო არენაზე ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა საპირისპიროს ამტკიცებს.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ამერიკა-ევროკავშირის სამიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოებისთვის მთავარია, თავი დაცულად იგრძნოს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განვითარებისა და სტაბილურობის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად დგას.

„მართალია, გარკვეულ პოლიტიკურ სუბიექტებს ეს არ მოსწონთ და ამბობენ, რომ საერთაშორისო პოლიტიკის საქართველო რადარებიდან გაქრა, მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებს ის პროცესები, რაც მიმდინარეობს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მარტო არ ვართ და საკმაოდ მძლავრი მხარდაჭერა გვაქვს ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიო დონეზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.