გია ვოლსკი - მშვიდობა, ურთიერთთანხმობა, სამოქალაქო საზოგადოების სწორ პოზიციაზე დადგომა არის მთავარი მიზანი და ყველა, ვინც ამ მიზანს მოემსახურება, მისასალმებელია
ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში არსებობენ ისეთი მოქალაქეები, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არ ეთანხმება სამოქალაქო დაპირისპირებას, რაზედაც დღენიადაგ გვიჩიჩინებენ ეს რევოლუციური კომიტეტის წარმომადგენელი პარტიული სუბიექტები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ 30 აპრილს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას აღნიშნა, მშვიდობა, ურთიერთთანხმობა, სამოქალაქო საზოგადოების სწორ პოზიციაზე დადგომა არის მთავარი მიზანი და ყველა, ვინც ამ მიზანს მოემსახურება, მისასალმებელია.
„საერთოდ, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ნეიტრალური პოზიციიდან თუ შევხედავთ ვითარებას, რასაკვირველია, ბალანსი პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არის აუცილებელი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში არსებობენ ისეთი მოქალაქეები, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არ ეთანხმება სამოქალაქო დაპირისპირებას, რაზედაც დღენიადაგ გვიჩიჩინებენ ეს რევოლუციური კომიტეტის წარმომადგენელი პარტიული სუბიექტები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორია, დროულია, კარგი აზრია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მშვიდობა, ურთიერთთანხმობა, სამოქალაქო საზოგადოების სწორ პოზიციაზე დადგომა არის მთავარი მიზანი და ყველა, ვინც ამ მიზანს მოემსახურება, მისასალმებელი და შესაქებია. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანები არა თუ მიესალმებიან, არამედ რაღაც ორგანიზებულ, კონსპირაციულ გეგმას უწოდებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
30 აპრილს „რესპუბლიკის მოედანზე“ აქცია „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ გაიმართება.