გია ვოლსკი - მოლაპარაკების და პარტიებთან ურთიერთობის თემა ახლა მნიშვნელოვანია იმ ადამიანისთვის, ვინც კონსტიტუციის დამრღვევია სასამართლოს ვერდიქტის მიხედვით
მგონია, რომ ვიღაცასთან წინასწარ საუბარი აუცილებელია იმისთვის, რომ სხვა მავნებლობა სხვა მავნებლებთან გააგრძელოს, მოლაპარაკების და პარტიებთან ურთიერთობის თემა ახლა მნიშვნელოვანია იმ ადამიანისთვის, ვინც კონსტიტუციის დამრღვევია სასამართლოს ვერდიქტის მიხედვით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს მართავს ოპოზიციასთან, რომ შემდგომი ნაბიჯი, გამგზავრება გადაწყვიტოს წინასწარ კონსულტაციებით.
„ახლა ქალების ფორმატი მოიგონა, მაგრამ, რეალობაში, როდესაც მავნებლობას ვამბობთ, ეს არ არის ადამიანის პიროვნული დახასიათება, იგი შეიძლება ასეთი ცხოვრებაში სულაც არ არის, მაგრამ როდესაც პოლიტიკას ეხება, საქართველოსთან დაკავშირებით საუბრობს, რომ სტატუსი ხალხს ეკუთვნის და მთავრობას არა, ეს არის მოწოდება დესტაბილიზაციისკენ, რომ მთავრობა გადააყენონ ძალისმიერი მეთოდით, რაც აშკარა გახდა და ამის სცენარი მიმდინარეობს. ან საერთოდ არ მისცენ კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ასეთი ფორმულა, რომ მთავრობას არ ეკუთვნის, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის არჩეულია და საზოგადოებას ეკუთვნის, ეს არის ის, რასაც ჰქვია ან პოლიტიკის უცოდინარობა, ან მავნებლობა პოლიტიკურ ველზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.