საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ხვალ, დიპლომატიური კორპუსისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრას აფასებს და ამბობს, რომ მოლაპარაკებების წინ მუშტებს არ იქნევენ.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, წინასწარ იმის თქმა, ხვალინდელი შეხვედრისგან რას ელოდება, არასწორია.
„ყველა ჩვენი პოზიციით მივალთ და ვეცდებით, რომ პოზიცია დავიცვათ. ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება, თუმცა იქნებ, რაიმე ახალი გავიგონოთ, ახალ წინადადებას მოვუსმინოთ, ან უკეთესი ჩვენ ვთქვათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში შედგება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის, რომელსაც დიპლომატებიც დაესწრებიან.