გია ვოლსკი - მმართველ გუნდს მთაწმინდის საარჩევნო ოლქში საკუთარი კანდიდატურა ეყოლება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველ გუნდს მთაწმინდის საარჩევნო ოლქში საკუთარი კანდიდატურა ეყოლება.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, „ქართული ოცნება“ აღნიშნული საარჩევნო ოლქის დათმობა არ მოხდება.
„კანდიდატი გვეყოლება, ყველა მხარს დაუჭერს და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ. საკითხზე კონსულტაციები გაიმართება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის გაზაფხულზე, აპრილში ჩატარდება.
შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.