გია ვოლსკი - მხარდამჭერები გვსაყვედურობენ, რომ კასრების ჩანაწერები და ყველა რეალობა ხალხისთვის უნდა გვეჩვენებინა, გაცილებით მკაცრი ვყოფილიყავით
გია ვოლსკი - მხარდამჭერები გვსაყვედურობენ, რომ კასრების ჩანაწერები და ყველა რეალობა ხალხისთვის უნდა გვეჩვენებინა, გაცილებით მკაცრი ვყოფილიყავით

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო თავისი მოქალაქეების მიმართ ლოიალური უნდა იყოს.

მისივე თქმით, საპროტესტო აქცია დემოკრატიულ ქვეყანაში უცხო არ არის, თუმცა უხერხულია იმ ადამიანებთან ერთად დგომა, რომლებიც კასრებში აღმოჩენილი ჩანაწერების ავტორები არიან.

ამასთან, როგორც ვოლსკი ამბობს, მმართველ გუნდს მხარდამჭერები საყვედურობენ, რომ გაცილებით მკაცრი უნდა ყოფილიყვნენ და რეალობა ხალხისთვის ნათლად ეჩვენებინათ.

„ქვეყანა, სახელმწიფო უნდა იყოს ლოიალური თავისი მოქალაქეების მიმართ და არც საპროტესტო აქციაა ახალი ევროპული დემოკრატიისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადამიანებთან ერთად  დგომა, რომლებიც კასრების ჩანაწერების ავტორები არიან, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს აღმოვაჩინეთ, ძალიან უხერხულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან. ეს ერთი და მეორე თემა – ჩვენი მომხრეებისგან საყვედურს ვიღებთ, რომ სწორედ ეს კასრების ჩანაწერები და ყველა რეალობა ხალხისთვის უნდა გვეჩვენებინა, გაცილებით მკაცრები უნდა ვყოფილიყავით. ესეც არის საგულისხმო, თუმცა მე მაინც იმ პოლიტიკას ვუჭერ მხარს, რაზეც თუნდაც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ამასწინათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.