გია ვოლსკი - მიყვარს თუ არა ერთია, მაგრამ ოპოზიცია ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის აუცილებელია
ერთია, მიყვარს თუ არა ოპოზიცია, მაგრამ ის ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის აუცილებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მეორე ტურში მონაწილეობის თაობაზე ოპოზიციასთან კონსულტაციებს არ აპირებს.
„ჩვენ კონსულტაციებს არ ვაპირებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ისტორია სულ მალე თავის სიტყვას იტყვის. ერთ წელში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. ქვეყნის წინააღმდეგ ამ საბოტაჟით, პირის შეკვრით და ქვეყნის დაზიანების მცდელობით, ოპოზიცია საკუთარ თავს ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს.
მიყვარს თუ არ არ მიყვარს, ერთია, მაგრამ ოპოზიცია საჭიროა, ის ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის არის აუცილებელი. აქედან გამომდინარე, თუ ადგილობრივი არჩევნების მზადების პერიოდს და პერსპექტივას გადახედავენ, ასევე იმას, რომ საზოგადოება მზად არ არის, თანხა გაიღოს ბიუჯეტიდან იმ პარტიებისთვის, ვინც ქვეყნის წინააღდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს, რა საკვირველია, მათ მეორე ტურში ველოდებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.