გია ვოლსკი - მინდა, ჩემს მეგობარ ნაჩო სანჩეს ამორს ვუთხრა, რომ ჩვენც გვირჩევნია, ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ და არა ბოიკოტის რეჟიმში
გია ვოლსკი - მინდა, ჩემს მეგობარ ნაჩო სანჩეს ამორს ვუთხრა, რომ ჩვენც გვირჩევნია, ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ და არა ბოიკოტის რეჟიმში

მინდა, ჩემს მეგობარ ნაჩო სანჩეს ამორს ვუთხრა, რომ ჩვენც გვირჩევნია, პოლიტიკური ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან, პარლამენტში ისხდნენ და არ იყვნენ პიკეტირებისა და ბოიკოტის რეჟიმში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

ამ კომენტარით ვოლსკი გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშე უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და არა – ციხეში“.

ვოლსკის თქმით, გაცილებით მცირე დანაშაულისთვის „ქართული ოცნების“ სახელით წარდგენილი და გამარჯვებული მაღალჩინოსნები სასჯელს იხდიან.

„იმედი მაქვს, ჩემი კომენტარიც მივა მასთან, როგორც ჩემთან მოვიდა მისი კომენტარი. გვირჩევნია, რომ ჩვენმა მაღალჩინოსნებმა, რომელთაც სამწუხაროდ გადაცდომა დაუშვეს ისევე, როგორც ოპოზიციის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, არ დაუშვან ბიუჯეტის ასეთი გაფლანგვა. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მკაცრ სასჯელს იხდიან და ორასჯერ ნაკლები დანაშაული მიუძღვით, არ მგონია, რომ ამორს ამაზე დამატებითი კითხვები გაუჩნდეს. საქმე ძალიან დიდ დანაშაულთან გვაქვს. სამწუხაროდ, გაცილებით მცირე დანაშაულისთვის „ქართული ოცნების“ სახელით წარდგენილი და გამარჯვებული მაღალჩინოსნები სასჯელს იხდიან“, – განაცხადა ვოლსკიმ.