გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის შტაბი ეკლექტური ოპოზიციის ურთიერთობებში კიდევ ერთ დისონანსს შეიტანს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შტაბი ეკლექტური ოპოზიციის ურთიერთობებში კიდევ ერთ დისონანსს შეიტანს.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში შტაბის გახსნას გამოეხმაურა.
„ოპოზიციური ფლანგი საკმაოდ განსხვავებულია, ეკლექტურია და შეიძლება, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები წარმოიშვას, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ძალიან რთული იქნება კოალიციური პასუხისმგებლობის აღება განსხვავებული და ჭრელი პოლიტიკური საზოგადოების მიერ. ერთი ვიცი, რომ სააკაშვილი დამნაშავეა”, – დასძინა გია ვოლსკიმ.