გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი ყველას რუსეთის აგენტს უწოდებს, ვინც საქართველოში მისი ჩამოსვლა განაპირობა
გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი ყველას რუსეთის აგენტს უწოდებს, ვინც საქართველოში მისი ჩამოსვლა განაპირობა

მიხეილ სააკაშვილი ყველას რუსეთის აგენტს უწოდებს, ვინც საქართველოში მისი ჩამოსვლა განაპირობა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„გვახსოვს, მიტინგებზე ყვიროდნენ და სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდებდნენ. განცხადებები კეთდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ზღვით, ღრუბელ-ღრუბელ თუ გვირაბით ჩამოვიდოდა. ფაქტია, რომ „შპიგელში“ სააკაშვილის ინტრიგა დიდი ხანი გაჰყვება „ნაცმოძრაობას“ – არის აგენტურული ქსელი, აგენტების გაერთიანება თუ არის პარტია, რომელსაც სააკაშვილი მართავდა და ახლა სხვები მართავენ. ეს არ არის პარტია, რომელიც ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.