გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ინიციატივის გაწვევა პრაგმატული გადაწყვეტილება იქნება
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ინიციატივის გაწვევა პრაგმატული გადაწყვეტილება იქნება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ინიციატივის გაწვევას პრაგმატულ გადაწყვეტილებად აფასებს.

გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ არ შეიძლება, უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს სააკაშვილის ფაქტორმა ხელი შეუშალოს.

„საკითხი დღის წესრიგიდან თუ მოიხსნა, არა მხოლოდ ვიცე-პრემიერის, არამედ საერთოდ, სამთავრობო სისტემაში სააკაშვილის საქმიანობის, ეს იქნება პრაგმატული გადაწყვეტილება. არ შეიძლება, სტრატეგიულ ურთიერთობებს უკრაინასა და საქართველოს შორის, გინდ ეკონომიკურს და გინდ პოლიტიკურს ხელი შეუშალოს სააკაშვილის ფაქტორმა, რომელიც ფაქტობრივად, არის დამნაშავე, გასამართლებულია სამივე ინსტანციის მიერ და დანაშაულები სერიოზულია, რაც დამტკიცებულია არა მხოლოდ სასამართლოს მიერ, არამედ მთელმა საქართველომ, ნებისმიერი პოლიტიკური რანგისა და გემოვნების ადამიანმა იცის, რომ დანაშაულები ნამდვილად იქნა ჩადენილი.

ერთია, ამას ვინ როგორ აფასებს, მაგრამ უკრაინასა და საქართველოს გაცილებით მეტი აქვთ სამომავლოდ, ერთობლივად გასაკეთებელი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში, რასაც სააკაშვილის ფაქტორმა ხელი არ უნდა შეუშალოს“, – განაცახდა ვოლსკიმ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ინიციატივა გაიწვია.