გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საერთო სიაში არ უნდა იყოს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საერთო სიაში არ უნდა იყოს. როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, პარტიაში აღნიშნულ საკითხზე მოსაზრებები ჩამოყალიბდება, თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, იგი წინასაარჩევნო ძალისხმევისა და ფორმატების ხელმძღვანელია, თუმცა, გადაწყვეტილებების მიღება ჯგუფურად ხდება. ბიძინა ივანიშვილს თავისი პოზიციები გააჩნია, მაგრამ ჩვენს შორის სხვაობა არ არსებობს, როცა საკუთარ პოზიციებს ვიცავთ. რა საკვირველია, საერთო აზრამდე მისვლა და საერთო აზრის ჩამოყალიბება თავმჯდომარის ვალდებულებაა. თუ დაპირისპირებული მოსაზრებები არსებობს, საერთო დასკვნამდე რომ მივიდეთ, მისი ვალდებულებაა, რომ ამაზე იზრუნოს. რაც შეეხება პირველ ნომერს, რამდენიმე კანდიდატურაა და ჯერ ამ თემებზე საუბრისგან თავის შეკავება გადავწყვიტეთ. გვაცადეთ, აგვისტოს განმავლობაში ვისაუბრებთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.