გია ვოლსკი - მერაბიშვილი არ ჩანდა, რადგან მისი, როგორც სადისტის ავტორიტეტი დამაზიანებელი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში გადაწყვიტა ასპარეზზე გამოსვლა, ვინაიდან მელიამ და ხაბეიშვილმა ვერ გაამართლეს
გია ვოლსკი - მერაბიშვილი არ ჩანდა, რადგან მისი, როგორც სადისტის ავტორიტეტი დამაზიანებელი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში გადაწყვიტა ასპარეზზე გამოსვლა, ვინაიდან მელიამ და ხაბეიშვილმა ვერ გაამართლეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში არათუ ჩართულია, არამედ ყველაფრის განმკარგავია.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გადაწყვიტა, რომ ასპარეზზე გამოსვლაა საჭირო.

„მერაბიშვილი თვითონ არ ჩანდა, ვინაიდან მისი, როგორც სადისტის, ავტორიტეტი სერიოზულად დამაზიანებელი იყო მისი პოლიტიკური გუნდისთვის, მაგრამ ბოლო პერიოდში გადაწყვიტა, რომ ნაბიჯები, ასპარეზზე გამოსვლაა საჭირო, ვინაიდან ვერც მელიამ და ვერც ხაბეიშვილმა ვერ გაამართლეს.

ხაბეიშვილს აქებს, რადგან მისი კანდიდატურაა, მან დაუჭირა მხარი და იძულებულია, თორემ ამ პოლიტიკურ პროცესებში მისი ჩართულობა იმ მიზანზე იყო ორიენტირებული, რომ გუნდი, რომელიც ფიზიკურ ძალას გამოიყენებდა, დაპირისპირებების პროვოკაციას მოახდენდა, სწორედაც ვანო მერაბიშვილს უნდა დაქვემდებარებულიყო, როგორც ამ თემის პროფესიონალს.

ერთ განცხადებაში ამბობს, პოლიციამ ძალას გადაამეტაო. ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც თავისი მეთოდებით „უზრუნველყო“, რომ  სწორედ საპროტესტო აქციის დაშლის დროს, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა, უამრავი ადამიანი დაშავდა, დღემდე ჯანმრთელობა აქვს შერყეული და არაერთი დაიღუპა. მოახერხა ახალი სიტყვის თქმა ქართულ ისტორიაში, როგორი სადიზმი უნდა გამოიჩინო ადამიანების მიმართ, რომ შენი პოლიტიკური მოსაზრება დაამკვიდრო, გაიტანო და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. სწორედ ამ ნიშნით არის ვანო მერაბიშვილი შერჩეული და ამ ნიშნით ჩამოყალიბდება „ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.