გია ვოლსკი - მედვედევი ამბობს იმას, რაც რუსეთის ფედერაციას ხელს აძლევს
მედვედევი ამბობს იმას, რაც რუსეთის ფედერაციას ხელს აძლევს, მისი ეს პოზიცია გამომდინარეობს რუსეთის პოზიციიდან, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, თითქოს, 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო.
გია ვოლსკი ვერ ხედავს იმის წინაპირობას, რომ რუსეთთან კონფლიქტური საკითხების მოგვარება მოხდეს, ამიტომ დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება შესაძლებელია, არ ეთანხმება.
„ჩვენ ძალიან შეზღუდულ ფორმატში გვაქვს მოლაპარაკებები რუსეთთან. ვფიქრობ, გარკვეული ბაზა უნდა შეიქმნას. ეს არ არის მხოლოდ საქართველოზე დამოკიდებული. რუსეთი არის აგრესორი, ოკუპანტი, ასე რომ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, როდის მოხდება ამ საკითხის პოლიტიკური მოგვარება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება.