გია ვოლსკი - მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საგანგებოდ მნიშვნელოვანი კანონები მიიღო, სამწუხაროდ, მუშაობის დიდი ნაწილი დამალული იყო იმ ფონის უკან, რომელსაც ქმნიდა ხშირი შეჯახებები, დაპირისპირებები
მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საგანგებოდ მნიშვნელოვანი კანონები მიიღო, სამწუხაროდ, ამ საპარლამენტო მუშაობის დიდი ნაწილი დამალული იყო იმ ფონის უკან, რომელსაც ქმნიდა ხშირი შეჯახებები, დაპირისპირებები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საინფორმაციო ველზე გაცილებით უფრო მეტად იყო გამოტანილი სკანდალური თემები, ვიდრე რეალური და საკმაოდ სასარგებლო მუშაობა, რომელიც პარლამენტმა გასწია.
„მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საგანგებოდ მნიშვნელოვანი კანონები მიიღო, რომელიც ეხებოდა – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ქალებს, ბავშვთა უფლებებს, მნიშვნელოვანი იყო „ტყის კოდექსი“, „მიწის კანონი”“ რაც მთავარია მიიღო, ახალი კონსტიტუცია, რომელიც არის უმაღლესი ევროპული დონის და „საარჩევნო კოდექსი“. ასევე, უამრავი სხვა კანონი და რეგულაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურად გამოადგება. სამწუხაროდ, ამ საპარლამენტო მუშაობის დიდი ნაწილი დამალული იყო იმ ფონის უკან, რომელსაც ქმნიდა ხშირი შეჯახებები, დაპირისპირებები და საინფორმაციო ველზე გაცილებით უფრო მეტი იყო გამოტანილი სკანდალური თემები, ვიდრე რეალური და საკმაოდ სასარგებლო მუშაობა, რომელიც პარლამენტმა გასწია“, – განაცხადა ვოლსკიმ.