გია ვოლსკი - მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი იყენებს
მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი იყენებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე -სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
გია ვოლსკიმ გამოსვლისას, წინასაარჩევნო პერიოდში ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გაამახვილა ყურადღება.
„მივაქციოთ ყურადღება, წინასაარჩევნოდ რა პროცესები მიდის და მივალთ იქამდე, რომ მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი იყენებს. ჯერ გვეუბნებოდნენ, რომ ფულს ვუხდიდით ადამიანებს აღიარებაში, ვითომ კორონავირუსი აქვთ. ახლა წამოვიდა უკუპროცესი და გვეუბნებიან, საზოგადოებას ატყუებენ, თითქოს ბევრია კორონავირუსით დაავადებული და ჩვენ ამას ვმალავთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ამასთან, გია ვოლსკის თქმით, ოპონენტები ცდილობენ, „არასწორი ინფორმაცია გავიდეს გარეთ, თითქოს ხელისუფლების ხელწერაა, ზეწოლა მოახდინოს ამომრჩეველზე“.
„მთავარი შეტევა ხორციელდება საქართველოზე იმ მიმართულებით, რომ როგორმე არასწორი ინფორმაცია გავიდეს გარეთ, თითქოს ხელისუფლების ხელწერაა, როგორმე ზეწოლა მოახდინოს ამომრჩეველზე და პოლიტიკურ ოპონენტზე, ეს არათუ ტყუილია, არამედ უზნეო ტყუილია და ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ სტრატეგიულ მიმართულებას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.