გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილზე გავრცელებული ინფორმაცია თუ ნამდვილია, ვფიქრობ, კლოუნადა დავარქვა თუ რაღაც შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება
გიორგი მარგველაშვილზე გავრცელებული ინფორმაცია თუ ნამდვილია, ვფიქრობ, კლოუნადა დავარქვა თუ რაღაც შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ასევე ყოფილი პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შეთავაზება მიიღო.
„ძალიან უცნაურია. ალბათ ნაყოფიას ხელმძღვანელობა არ აწყობთ თუ მელიას გვერდზე გაწევა უნდათ, ჯერჯერობით ამას ვერ გეტყვით. თუ ეს ინფორმაცია ნამდვილია, ვფიქრობ კლოუნადა დავარქვა თუ რაღაც შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება, ამ ორიდან რომელი ავირჩიო? შორსმჭვრეტელური ნამდვილად არ არის, კლოუნადა სჩვევიათ, მაგრამ გიორგი მარგველაშვილის და მელიას დაპირისპირების თემა ახალი მოწოდებული სკანდალური ფორმულირებაა, რაც კიდევ რაღაც დაზუსტებებს მოითხოვს. აქედან გამომდინარე ჯერჯერობით კონკრეტული კომენტარი არ მაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.