გია ვოლსკი - მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი არის აშშ-ის ნაბიჯი თავის მოკავშირესთან, რათა ერთობლივად იყოს განხილული რეგიონში შექმილი საკმაოდ რთული ვითარება
გია ვოლსკი - მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი არის აშშ-ის ნაბიჯი თავის მოკავშირესთან, რათა ერთობლივად იყოს განხილული რეგიონში შექმილი საკმაოდ რთული ვითარება

მაიკ პომპეოსთვის საქართველოში ვიზიტი არ უკავშირდება მხოლოდ მის კონკრეტულ პოზიციას. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯი თავის მოკავშირესთან, რათა ერთობლივად იყოს განხილული რეგიონში შექმილი საკმაოდ რთული ვითარება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ვოლსკიმ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „მაიკ პომპეოს ჩამოსვლა ხომ არ უკავშირდება იმას, რაც რეგიონში ხდება“.

„არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ძალიან სერიოზული და დაძაბული პროცესები მიმდინარეობს, რომელმაც შეიძლება ხვალ არსებული მდგომარეობა შეცვალოს. მათ შორის იმ ომის შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს სამეზობლოში სულ ახლახანს მიმდინარეობდა. რასაკვირველია, მაიკ პომპეო, როგორც სახელმწიფო მდივანი და პასუხისმგებელი პირი იმის, რომ თუ მთავრობა შეიცვლება, თავის მემკვიდრეს გადასცეს ზუსტი ინფორმაცია არსებულ თემებზე, მისთვის საქართველოში ვიზიტი არ უკავშირდება მხოლოდ მის კონკრეტულ პოზიციას. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯი თავის მოკავშირესთან, რათა ერთობლივად იყოს განხილული რეგიონში შექმილი საკმაოდ რთული ვითარება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.