გია ვოლსკი - მაიკ პომპეოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებებში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება ოპოზიციამ მიიღოს
გია ვოლსკი - მაიკ პომპეოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებებში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება ოპოზიციამ მიიღოს

პომპეოს, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებებში, ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის არ მიღება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება ოპოზიციამ მიიღოს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ არის გამოხატული, განსაკუთრებით სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

„საარჩევნო რეფორმა მიღებულია. მისი განცხადება ისე გავიგე, რომ ყველა პარტია უნდა იყოს ამაში ჩართული და არ უნდა იყოს სულელური განცხადებები იმის თაობაზე, რომ მართალია, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, მაგრამ მათი ზეწოლა განაპირობებს უკეთეს საარჩევნო კოდექსს.

ეს არის შეუსაბამო იმ რეალობასთან, რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. პომპეოს განცხადებაში, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებებში, ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ მინაწილეობის არ მიღება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება, ოპოზიციამ მიიღოს.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ არის გამოყოფილი, განსაკუთრებით უკვე სახელმწიფო მდივნის განცხადებაში. მისასალმებელი, სასიხარულოა და ძალიან კარგი მესიჯია მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას გამოეხმაურა.

პომპეოს განცხადებით, მიესალმებიან საქართველოს მიერ მიღებულ კონსტიტუციურ რეფორმას.

„ჩვენ მივესალმებით ამ კვირაში საქართველოს მიერ მიღებულ კონსტიტუციურ რეფორმას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას, ქართველი ოფიციალური პირების დაპირებას საარჩევნო რეფორმის შესრულებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.