გია ვოლსკი - ლევან კობერიძე კომპეტენტური მოწინააღმდეგეა, თუმცა არის საკითხები, რომლებშიც აბსოლუტურად განსხვავებული აზრები გვაქვს
ლევან კობერიძე კომპეტენტური მოწინააღმდეგეა, თუმცა არის საკითხები, რომლებშიც არათუ არ ვეთანხმები, არამედ აბსოლუტურად განსხვავებული აზრები გვაქვს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტია „ლელოში“ დეპუტატ ლევან კობერიძის გაწევრიანებას.
ვოლსკის თქმით, „ლელო“ პოლიტიკურ ასპარეზზე საკმაოდ უცნაურ დროს გამოჩნდა, თუმცა კობერიძის გადასაწყვეტია, ვის შეუერთდება.
„ლელო“ პოლიტიკურ ასპარეზზე ძალიან უცნაურ პერიოდში გამოვიდა მაშინ, როცა საკმაოდ სერიოზულ კითხვებზე პასუხი ვერ გასცა, თუ რა იქნა ის 17 მილიონი დოლარი, რომელიც სესხად იყო გაცემული. რასაკვირველია, არავის არ აქვს უფლება, წინასწარ დაადგინოს ან ვინმეს დააბრალოს კონკრეტული დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულზე არსებულ ეჭვებზე პასუხის გაცემა ვალდებულებაა. ჩემი გადმოსახედიდან „ლელო“ სწორედ ამ პროცესებთან ასოცირდება. თუ მას პოლიტიკური ფიგურები შეუერთდებიან და გარკვეულ სტრატეგიულ გეგმას წარმოადგენს, საზოგადოება გადაწყვეტს, არჩევნებზე მხარი ვის დაუჭიროს.
ლევან კობერიძე კომპეტენტური მოწინააღმდეგეა, თუმცა არის საკითხები, რომლებშიც არათუ არ ვეთანხმები, არამედ აბსოლუტურად განსხვავებული აზრები გვაქვს თავად მისი მისწრაფებების შეფასებისას. თუ მან „ლელო“- ში გაწევრიანება გადაწყვიტა, ეს მისი ნებაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.