გია ვოლსკი - „ლელოსა“ და გახარიას გუნდებს შორის არანაირი განსხვავება არ არის, როგორც ერთი, ასევე მეორე არის „ნაცმოძრაობის“ სატელიტი პოლიტიკური სუბიექტი
„ლელოსა“ და გახარიას გუნდებს შორის არანაირი განსხვავება არ არის, როგორც ერთი, ასევე მეორე არის „ნაცმოძრაობის“ სატელიტი პოლიტიკური სუბიექტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის ჰკითხეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომლის მიხედვით, მათთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა „ლელოა“.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ „ერთმანეთში ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ და მათ თანამშრომლობაზე საუბარი არათუ უკვირთ, სასაცილოდაც არ ჰყოფნით“.
„„ლელოს“ წევრია სალომე სამადაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ „ლელოს“ ხელმძღვანელობას ანაკლიის პორტი საკუთარი ჯიბისთვის სჭირდებოდა. ბრალდებები და ურთიერთლანძღვა იყო მათ შორის, თუმცა არავის უკვირს, რომ გახარია და ხაზარაძე საერთო ენას იპოვიან. მათი საერთო პოზიციაა მთავარი, რაც „ნაცმოძრაობის“ ორბიტას არ სცდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.