გია ვოლსკი - „ლელოს“ სერიოზული მიზეზი აქვს, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს, საკმაოდ უარყოფით კონტექსტში წარმოჩნდა მათი ბოლო აქტივობები
გია ვოლსკი - „ლელოს“ სერიოზული მიზეზი აქვს, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს, საკმაოდ უარყოფით კონტექსტში წარმოჩნდა მათი ბოლო აქტივობები

„ლელოს“ სერიოზული მიზეზი აქვს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს, საკმაოდ უარყოფით კონტექსტში წარმოჩნდა მათი ბოლო აქტივობები პიართვალსაზრისითაც, როცა „ფორდ მუსტანგის“ გამოგელვებით პოლიტიკური საქმიანობის წინა პლანზე მათ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენეს, რომ თაღლითობა დაუდასტურდათ და ამ თაღლითობას ვერანაირად უარყოფენ.

„გადაჯგუფება და სტრატეგიის შეცვლაა საჭირო და ახლა მათ მიმართ ყურადღება უფრო ამ მიმართულებით განიხილება, როგორც საერთო ფორმატიდან ამოვარდნილების, ვიდრე ის ახლო წარსული, რითიც თავი კიდევ ერთხელ გამოავლინეს. ყოფნა ურჩევნიათ კონტექსტში, როგორც „დაუმორჩილებლების“ და ვითომ გამიჯნულები არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, ორიენტირებული არიან საქმეზე. არ შეიძლება, თემაზე ისე ვიმსჯელოთ, რომ მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები ისმოდეს და სამართლებრივად გარკვეული პოზიციები არ იყოს. გნებავთ, ცესკო-ს დაკომპლექტება იყოს. ამბობენ, ამ სტრუქტურას ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა ხელმძღვანელობდესო და ამ დროს მათი მთავარი ამოცანა ცესკო-ს დისკრედიტაციაა. შეუსაბამოა მათი აქტივობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.