გია ვოლსკი - ლაშა ბაქრაძის ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო, თუ არ იტყვის, რომ ეს შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს
ლაშა ბაქრაძის ასეთი ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო, თუ არ იტყვის, რომ შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.
„ლაშა ბაქრაძეს საქართველოს ისტორიისთვის იმდენად კარგი მამა ჰყავდა, ვის ხელშიც გაიზარდა, რასაკვირველია, მისგან ასეთი ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო, მაგრამ ამასაც გარკვეული მიზანი გააჩნია. თუ არ იტყვის, რომ შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს და სამწუხარო იქნება, რადგან მამამისი საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, თავისი ინტელექტით და თავისი დამოკიდებულებით ქალების მიმართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.