გია ვოლსკი - კეზერაშვილთან დაკავშირებით „ბიბისის“ სიუჟეტზე არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებასაც არ აკეთებენ, ვინაიდან იციან, რომ ეს მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიება არ არის
გია ვოლსკი - კეზერაშვილთან დაკავშირებით „ბიბისის“ სიუჟეტზე არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებასაც არ აკეთებენ, ვინაიდან იციან, რომ ეს მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიება არ არის

არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ დუმან, ისევე როგორც დუმს კონკრეტული პოლიტიკური პარტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

კითხვაზე, „ბიბისის“ გამოძიებას კეზერაშვილზე არასამთავრობო სექტორი რატომ არ ეხმაურება, უჭირთ თუ არა კეზერაშვილზე საუბარი, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საქმე გაცილებით მძიმედ არის.

„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ე.წ. საზედამხედველო რესურს კონკრეტული დამფინანსებლისთვის, ხშირ შემთხვევაში გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციას იკავებდნენ. ბოლო პერიოდში მთლიანად პოლიტიკურ პლატფორმაზე გადაინაცვლეს. „ბიბისის“ სიუჟეტზე განცხადებასაც არ აკეთებენ, მაგალითად, „დაველოდოთ გამოძიებას“,  ეს სიტყვაც კი არ უთქვამთ და ეს წინადადებაც არ წამოსცდენიათ, ვინაიდან იციან, რომ ეს მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიება არ არის. ეს არის პროკურატურის გამოძიებასთან პარალელურად მიმდინარე პროცესი, რომელიც მედიასაშუალებაში აისახა და განიხილება საგამოძიებო სტრუქტურებში. დიდი მასლა მზადდება და ყველამ კარგად დაინახა, რომ ნებისმიერი პროცესი, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი მოქალაქის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელისკენ მიემართება, რეალურად არის ის, რასაც საფუძველი გააჩნია. ამ საფუძველის იგნორირება ხდება. ცალკეული ჟურნალისტები აკეთებენ განცხადებებს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ დუმან, ისევე როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელიც დუმს ან კეზერაშვილის სასარგებლო განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.