გია ვოლსკი - კარგი იქნება, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის ხვალინდელ საპარლამენტო გამოსვლაზე პოლიტიკურ ცირკს თუ არ მოაწყობს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, კარგი იქნება თუ ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის ხვალინდელ საპარლამენტო გამოსვლას დაესწრება და პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს.
ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი აღნიშნავს, რომ კარგი იქნება თუ ოპოზიცია არ ეცდება, პოლიტიკური ცირკი მოაწყოს.
„ეს ვერ გამოუვიდათ ერთხელ, ორჯერ, ახლაც ფიქრობენ იერიში მიიტანონ, მაგრამ თუ იქნება საქმიანი განხილვა, რადგან პრემიერ-მინისტრი აპირებს ძალიან ბევრი საკითხი გამოიტანოს ჩვენ წინაშე, კარგი იქნება. იმედი არ მაქვს, მაგრამ ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით ოპოზიციას, იყოს კრიტიკული, მაგრამ საქმიანი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული და პლენარულ სხდომებს საკუთარი შეხედულებისამებრ ესწრებიან. ისინი ხვალინდელ სხდომაზე დასწრებას გეგმავენ, სადაც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წლიური ანგარიში უნდა წარადგინოს.