გია ვოლსკი კანაფის წარმოებაზე კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას არ გამორიცხავს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის გაწვევა მოხდეს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, კანაფის წარმოება-კულტივაციის თემა სიღრმისეულად უნდა განიხილონ და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.
„თუ ამის შემდეგ კითხვები იქნება, ჩვენს პოზიციას კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ. საზოგადოებას რაც არ უნდა, ის არ უნდა გაკეთდეს არც კანონით და არც რაიმე სხვა ძალისხმევით.
შეიძლება ველოდოთ, რომ გაწვევა მოხდეს. საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია არ აქვს, რა ცვლილებებზეა საუბარი. ნარკოტიკულ საშუალებებზე საუბრობენ მაშინ, როცა საუბარი სხვა პროდუქციაზეა. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ხარვეზია კომუნიკაციაშიც“, – განაცხადა ვოლსკიმ.