გია ვოლსკი - გული მწყდება იმ შეცდომაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტით დაუშვა
გული მწყდება იმ შეცდომაზე, რომელიც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტით დაუშვა, თუმცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ჩვენი ნება ასეთია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფერს სამართლებრივი პასუხი გაეცემა.
„კორუფციის შესაძლო ნიშნებზე ოპოზიცია არ საუბრობს, ამაზე მთავარი პროკურატურა საუბრობს. ამ საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. პროკურატურის დისკრეციაა, ისაუბროს იყო თუ არა კორუფცია და არა პოლიტიკოსების, რომლებიც თავის პოლიტიკურ ინტერესებს დასდევენ. ოპოზიცია ისაუბრებს კორუფციასა და გადაცდომებზე, ეს მათი ჩვეულებრივი ტექსტია, მათგან სხვას არც მოველით. ამ სფეროში საერთოდ განუკითხაობა იყო, ვის იწყალებდნენ, რატომ და დამნაშავეებსა და უდანაშაულო ადამიანებს როგორ ეპყრობოდნენ, ყველას ახსოვს. დღეს ეს ადამიანები აქტიურობენ. ამ ყველაფერს სამართლებრივი პასუხი გაეცემა”, – განაცხადა ვოლსკიმ.