გია ვოლსკი - „გირჩისთვის“ მნიშვნელოვანია, ისეთი კანონის მიღება არ დაუშვან, რომელიც შეწყვეტს მათ ბიუჯეტში ახალგაზრდებისგან თანხების შედინებას
ფაქტია, რომ საქართველოს ის რეფორმა სჭირდება, რომელიც თავდაცვის სისტემაში 2025 წლიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „თავდაცვის კოდექსის“ განსახილველად როდის გაიმართება რიგგარეშე სხდომა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„ველოდებით დელეგაციების დაბრუნებას და ფრანკოფონიის ღონისძიების დასრულებას. რაც შეეხება „გირჩს“, მათთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, ისეთი კანონის მიღება არ დაუშვან, რომელიც შეწყვეტს მათ ბიუჯეტში ახალგაზრდებისგან თანხების შედინებას. ისინი ახალგაზრდებს ფეიკორგანიზაციებში აწევრიანებენ. მათ სხვა შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნიათ. ფაქტია, რომ საქართველოს ის რეფორმა სჭირდება, რომელიც თავდაცვის სისტემაში 2025 წლიდან ამოქმედდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.