გია ვოლსკი - გაუგონარი სიცრუეა, თითქოს სამებაში სტალინის ხატი გამოიკიდა, ეკლესიაში შევარდნა და ხატის შეურაცხყოფა არის ეკლესიაზე თავდასხმა
ეკლესიაში შევარდნა და ხატის შეურაცხყოფა არის ეკლესიაზე თავდასხმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, გაუგონარი სიცრუეა, თითქოს სამებაში რაღაცა სტალინის ხატი გამოიკიდა.
„გაუგონარი სიცრუეა, თითქოს სამებაში რაღაცა სტალინის ხატი გამოიკიდა. ჩემი ოჯახი სტალინის რეჟიმისგან სერიოზულად დაზარალდა. ბაბუაჩემმა 23 წელი ციმბირში, გადასახლებაში გაატარა, რამაც მამაჩემზე, მის დასა და, საერთოდ, ოჯახზე იმოქმედა. რასაკვირველია, არ მიმაჩნია, რომ ეკლესია ამ ადამიანის წარმოჩენის ადგილია. თუ ის წარმოდგენილია დიოკლეტიანესავით, როგორც ბოროტი ძალა, ეს სხვა თემაა. თუმცა ზოგი ამბობს, რომ წმინდა მატრონას ცხოვრების ეპიზოდი სტალინთან დაკავშირებული არ ყოფილა, ზოგი პირიქით ამბობს. თეოლოგიური საფუძვლებით ამაზე ბევრი კამათი შეიძლება, მაგრამ ეკლესიაში შევარდნა და ხატის შეურაცხყოფა არის ეკლესიაზე თავდასხმა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.